![](https://sportall.ge/pictures/image31/349d481805ae2a776d66b7b8ed95e8ce.png)
მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით, "იუვენტუსმა" ბოლო მატჩი ჩაატარა - იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "სამპდორიასთან" 0:2 წააგო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.
"გამარჯვებულ გუნდს ვტოვებ, რომელიც მომავალ სეზონში 100%-ით თუ არა, 80%-ით გახდება ჩემპიონი. არაფერზე ვდარდობ. მინდა მადლობა გადავუხდო იმათ, ვინც ჩემთან ერთად აშენებდა ამ შესანიშნავ გუნდს, დაწყებული გაზონის მომვლელიდან და დამთავრებული კლუბის ხელმძღვანელობით.
კლუბის ხელმძღვანელობა მუდამ ხელს მიწყობდა", - ციტირებს ალეგრის "ტუტოსპორტი".
ალეგრის თავკაცობით "იუვემ" 5 წელიწადში ხუთჯერ მოიგო სკუდეტო, ოთხჯერ იტალიის თასი და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.