მილანის "ინტერი", სადაც რამდენიმე დღის წინ ანტონიო კონტე დაინიშნა, სამი ესპანელი ფეხბურთელით ინტერესდება - ამის შესახებ Marca იუწყება.
იტალიელ სპეციალისტს მადრიდის "რეალიდან" ნაჩო ფერნანდესის გადაბირება სურს, რომელიც ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა, თუმცა სურვილის შემთხვევაში მისი წასვლის წინააღმდეგი არ იქნება.
მეორე ფეხბურთელი, ვინც კონტეს გეგმებში შედის, ცეზარ ასპილიკუეტაა, რომელსაც ის "ჩელსიში" მუშაობის დროს წვრთნიდა.

გამოცემის ინფორმაციით, "ინტერი" "ტოტენჰემის" თავდამსხმელით, ფერნანდო ლორენტეთიც ინტერესდება, რომელსაც ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება.