იტალიის ნაკრების, ტურინის "იუვენტუსისა" და პსჟ-ს ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა "პარმაში" დაბრუნდეს.
41 წლის მეკარე ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა კარიერის დასრულება არ სურს.
ბუფონი "პარმას" 13 წლის ასაკში შეუერთდა, ხოლო მთავარ გუნდში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა და გუნდში 5 წელი დაჰყო.
ამჟამად ბუფონი მზადაა "პარმაში" დაბრუნდეს და სრულყოფილი სეზონი ჩაატაროს, იტყობინება La Gazzetta dello Sport.
"ბარსელონას" ჯიჯი ბუფონთან კონტრაქტის გაფორმება უნდა
41 წლის ჯიჯი ბუფონი დამსახურებულ პენსიაზე გასვლას არ აპირებს