გონსალო იგუაინი "რომაში" გადასვლაზე თანახმაა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი გონსალო იგუაინი შესაძლოა "რომას" ფეხბურთელი გახდეს.

როგორც Calciomercato იტყობინება, დედაქალაქური კლუბის წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ გონსალოსა და მის გარემოცვას, რის შედეგადაც არგენტინელი ფორვარდისაგან თანხმობა მიიღეს. იტალიაში ელოდებიან, რომ ტრანსფერი მალე შეთანხმდება "იუვესთან". "რომას" ედინ ჯეკოს შემცვლელის პოვნა სურს და იგუაინი მთავარ კანდიდატურად განიხილება.

გონსალო იგუაინი წლევანდელ სეზონში ორ გუნდში იყო განათხოვრებული. ჯერ "მილანის" რიგებში 15 შეხვედრა ჩაატარა სერია "ა"-ში და 6 გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ "ჩელსის" ფეხბურთელი გახდა და ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 5-ჯერ გამოიჩინა თავი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული