
მცველი ოლა აინა "ტორინოში" რჩება.
იტალიურმა კლუბმა 22 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ლონდონის "ჩელსისგან" გამოისყიდა. ტრანსფერი დაახლოებით 10 მლნ ევრო დაჯდა.
ტურინელებმა ნიგერიელი გასულ ზაფხულს აიყვანეს იჯარით. სერია A-ს 30 მატჩში მან ერთი გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მომზადებულია torinofc.it-ის მიხედვით