ლონდონის "ჩელსიმ" მცველი 10 მლნ ევროდ გაყიდა

AutoSharing Option
მცველი ოლა აინა "ტორინოში" რჩება.

იტალიურმა კლუბმა 22 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ლონდონის "ჩელსისგან" გამოისყიდა. ტრანსფერი დაახლოებით 10 მლნ ევრო დაჯდა.

ტურინელებმა ნიგერიელი გასულ ზაფხულს აიყვანეს იჯარით. სერია A-ს 30 მატჩში მან ერთი გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია torinofc.it-ის მიხედვით