იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "იუვენტუსი" "აიაქსის" მცველ მატიას დე ლიხტს პირად კონტრაქტზე მოურიგდა.
"იუვე" 19 წლის ფეხბურთელს ხუთსეზონიან ხელშეკრულებას გაუფორმებს და წლიურ გასამრჯელოდ 12 მილიონ ევროს დაუნიშნავს.
დე ლიხტის აგენტს, მინო რაიოლას სურს, ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი იყოს.
ახლა "ბიანკონერი" დე ლიხტის ტრანსფერზე "აიაქსს" უნდა მოელაპარაკოს.
დე ლიხტმა ჰოლანდიის გასული ჩემპიონატის 33 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.