ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, "რეალის" 21 წლის ფრანგმა მცველმა ტეო ერნანდესმა "მილანში" მედშემოწმება გაიარა.
შეთანხმების თანახმად, როსონერი ფეხბურთელს იჯარით აიყვანს და მომავალ ზაფხულს მისი კონტრაქტი 20 მილიონ ევროდ უნდა გამოისყიდოს. თვითონ ტეო ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლიურ გასამრჯელოდ 1.8 მილიონს მიიღებს.
ერნანდესი 2017 წელს "რეალმა" "ატლეტიკოსგან" 24 მილიონად შეიძინა და გასულ სეზონში "სოსიედადში" გაანათხოვრა, სადაც ჩემპიონატის 24 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.