"იუვე" იკარდის ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს ხმარობს და წლიურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს სთავაზობს.
ვარაუდობენ, რომ "ინტერი" იკარდის გაყიდვაზე დათანხმდება, რადგან "მანჩესტერის" ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს შესაძენად სჭირდება ფული.
"ინტერი" იკარდის 60 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის.
გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატის 29 მატჩში მან 11 გოლი (5 პენალტით) და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, მილანურ კლუბთან კი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.