"იუვენტუსმა" გუნდში 41 წლის მეკარის, ჯიჯი ბუფონის დაბრუნება გამოაცხადა.
ბუფონს "იუვემ" კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.
პსჟ-ში გადასვლამდე ის 17 წლის მანძილზე იცავდა ბიანკონერის ღირსებას.
"ყველას მოგესალმებით. სახლში დაბრუნებით ბედნიერი ვარ და კვლავ მაქვს შესაძლებლობა ჩაგეხუტოთ.
ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ბედნიერი დღეა. დღეს დავრწმუნდი, რომ ცხოვრება არაჩვეულებრივია და ოცნება მუდამ ღირს", - განაცხადა ბუფონმა.