რაულ ალბიოლი სამშობლოში დაბრუნდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ვეტერანი ცენტრალური მცველი რაულ ალბიოლი კარიერას "ვილიარეალში" გააგრძელებს - ამის შესახებ "ყვითლების" ვებგვერდი იუწყება.

33 წლის მოთამაშემ "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ალბიოლმა "ნაპოლიში" 6 სეზონი გაატარა და სერია A-ში 180 შეხვედრის გამართვა მოახერხა. მას სხვადასხვა დროს "ვალენსიას", "ხეტაფეს" და მადრიდის "რეალში" უთამაშია.

ვეტერან მცველს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 52 შეხვედრა აქვს გამართული და ეროვნულ გუნდთან ერთად ერთხელ მსოფლიოს, ორჯერ კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

სიახლეები პოპულარული