"ემპოლის" ნახევარმცველი ისმაელ ბენასერი "მილანში" გადასვლასთან ახლოსაა.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "როსონერი" 21 წლის ალჟირელი ფეხბურთელის ტრანსფერზე "ემპოლის" შეუთანხმდა და სანაცვლოდ 16 მლნ ევროს და ბონუსად კიდევ ერთ მლნ ევროს გადაიხდის. ფეხბურთელის კონტრაქტი კი 5 წელზე იქნება გათვლილი.
ბენასერი "ემპოლიში" 2017 წელს ლონდონის "არსენალიდან" გადავიდა. გასულ სეზონში ბენასერმა სერია A-ში 37 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.