მილანის "ინტერმა" ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პირველი მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მილანის "ინტერმა" ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პირველი მატჩი მოიგო.

"ინტერმა" წინასასეზონო ტურნირის Lugano Cup-ის შეხვედრაში შვეიცარიული "ლუგანო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის შუაში ანგარიში "ინტერის" ახალწვეულმა სტეფანო სენსიმ გახსნა. პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი მილანელთა უპირატესობა ორამდე მარსელო ბროზოვიჩმა გაზარდა.

შვეიცარიელებმა მხოლოდ შეხვედრის დასასრულს შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა.

"ინტერმა" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

ჰანდანოვიჩი (პადელი 46), დ'ამბროზიო (ნტუბე 61), დე ვრეი (რანოკია 61), შკრინიარი (პიროლა 61), კანდრევა (ლაზარო 61), გალიარდინი (აგუმე 61), ბროზოვიჩი (ვალერო
61), სენსი (მარიუ 61), პერიშიჩი (დალბერტი 61), ესპოზიტო, ლონგო (ვერგანი 61)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული