თავდამსხმელ ნეიმარს ისე არ უნდა პსჟ-ში დარჩენა, რომ თუ "ბარსელონაში" დაბრუნება არ გამოუვიდა, მზადაა "იუვენტუსში" გადაბარგდეს.
Rai Sport-ის ცნობით, ფეხბურთელის მამა ტურინში "იუვენტუსის" ხელმძღვანელობასთან შესახვედრად გაემგზავრა.
ის სულ მალე "იუვეს" სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩს შეხვდება. თუმცა საეჭვოა, "ბიანკონერიმ" მასში მოთხოვნილი 300 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ისე, რონალდოსა დ ნეიმარის თავდასხმის ტანდემი მართლაც საინტერესო იქნებოდა.
ნეიმარის სამსახურით აგრეთვე "ბაიერნია" დაინტერესებული.
თომას ტუხელი: კოპა ამერიკამდე ვიცოდი, რომ ნეიმარს წასვლა უნდა
As: "ბარსელონამ" პსჟ-ს ნეიმარში კოუტინიო, დემბელე და კიდევ 40 მილიონი შესთავაზა