კრიშტიანო რონალდომ მაურისიო სარის შეცვლის გამო შეუტია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურინის "იუვენტუსი" ლონდონის "ტოტენჰემთან" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

ტურინელებმა პირველ ტაიმში ერიკ ლამელასგან მიიღეს გოლი, თუმცა მეორე ტაიმში ჯერ გონსალო იგუაინმა გაიტანა, შემდეგ კი - კრიშტიანო რონალდომ და "იუვენტუსი" წინ გაიყვანეს.

რონალდომ მე-60 წუთზე გაიტანა, ხოლო 63-ე წუთზე მაურისიო სარიმ პორტუგალიელი მატეუს ფერეირათი შეცვალა.

უცხოური მედიის  ინფორმაციით, ადრეულმა შეცვლამ რონალდოს უკმაყოფილება გამოიწვია და მან პრეტენზია მწვრთნელს პირდაპირ მოედანზე გამოუცხადა. სარიმ კი მხოლოდ ხელები გაიქნია.

რონალდოს შეცვლის შემდეგ "იუვენტუსმა" ორჯერ გაუშვა, ჯერ ლუკას მოურამ გაიტანა, შემდეგ კი ჰარი კეინმა
შეაგდო.

altჰარი კეინმა "იუვენტუსს" ცენტრიდან გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
უადგილო შეცვლა იყო,გუნდი იგებდა და ამ დროს გოლეადორი გაიყვანეს მოედნიდან,შედეგიც სახეზეა,მე მგონი იუვენტუსი ამ თამაშს არ წააგებდა,რონალდო,რომ არ გაეყვანათ,ამით მეტოქეს ხელფეხი გაეხსნა და გაინავარდეს კიდეც.
თერჯოლელი
16:34 22-07-2019
2
რაც არ უნდა წეროთ და იოცნებოთ მესისტებმა რონალდო ხომ იცით რომ საუკეთესოა იმის ფიქრი გტანჯავთ რომ რონალდო კიდევ მოიგებს ლიგას და მესი მოკვდება ბარსაში ლიგის გარეშე თქვენ კი იტვით ოთხჯერ ხომ მოიგოო და ჟირონას და ხეტაფეს ჰეთრიკი შეუსრულაო რონალდოზე ამას რო წერ არ დაგავიწყდეს მესი ექვსი წელია ესპანეთს იგებს და ჰუესკასთან ჰეთრიკებით გატკბობთ აბა მერი რა ქნას აღარაა ნეიმარი და ინიესტა რონაჺდო კი თვითონაა მესი ინიესტა და ნეიმარი ერთად აღებული და სუარესი დამატებული მაურინიომ თქვა იაპონიის მაგივრად პორტუგალია მიიწვიეთ კოპა ამერიკაზე და რონალდო უფრო ადრე მოიგებს კოპას ვიდრე მესიო
მერაბ
15:11 22-07-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული