"ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი თანახმაა, "ნაპოლიში" გადავიდეს.
"ნაპოლიმ" იკარდის წინადადებით მიმართა, რომლის დეტალები არ ხმაურდება და ფეხბურთელი შეთავაზებული პირობებით კმაყოფილი დარჩა.
რაც მთავარია, იკარდის მეუღლემ, ვანდა ნარამ, რომელიც მისი აგენტი და ყველა საქმის გამგებელია, ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იკარდის სამსახურით "იუვენტუსია" დაინტერესებული.
გასულ სეზონში იკარდიმ იტალიის ჩემპიონატის 29 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.