რონალდო ნეიმარის "იუვენტუსში" გადასვლის მომხრეა

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო თავის გუნდში პსჟ-ის ფორვარდ ნეიმარის გადასვლას უჭერს მხარს.

გამოცემის მტკიცებით, მათ უკანასკნელ ხანს კარგი ურთიერთობა ერთობლივ სარეკლამო აქციებში მონაწილეობისას ჩამოუყალიბდათ.

რონალდოს აზრით, ერთად თამაში შესანიშნავად შეუძლიათ და "იუვე" საჩემპიონთალიგოდ სერიოზულად გაძლიერდება.

თავად ნეიმარს "ბარსელონაში" უნდა გადასვლა, მაგრამ კატალონიურ კლუბს შესაძენი ფული არა აქვს და ამიტომ მისი გარემოცვა სხვა ვარიანტებს განიხილავს.

ამ კვირაში ნეიმარის აგენტი პინი ზაჰავი ჩინეთში ჩაფრინდება და "ბიანკონერის" ხელმძღვანელობასთან გამართავს მოლაპარაკებას.