პოლონელმა თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს.
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, მილიკს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გახანგრძლივების სანაცვლოდ წლიური 1.8-მილიონევროინი ანაზღაურების გაორმაგება მოითხოვა.
"ნაპოლიმ" გასამრჯელოს მომატებაზე მილიკს უარი უთხრა და მისი გაყიდვა გადაწყვიტა.
ნეაპოლური კლუბი მილიკის შემცვლელად "ინტერისგან" მაურო იკარდის შეძენას აპირებს.
მილიკმა გასულ სეზონში სერია A-ს 35 მატჩში 17 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.