მილანის "ინტერი" უახლოეს დღეებში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" რომელუ ლუკაკუს გადაბირების შემდეგ მილანელები კიდევ ორ ფეხბურთელს შეიძენენ.
კერძოდ კი, "ინტერმა" "რომას" თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს ტრანსფერზე მიაღწია შეთანხმებას და ფორვარდის სანაცვლოდ 20 მლნ ევროს გადაიხდის. გარდა ამისა, იტალიელები "ბარსელონას" არტურო ვიდალის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ.