
26 წლის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერიდან" "ინტერში" გადავიდა.
"ნერაძურიმ" ბელგიის ნაკრების თავდამსხმელს 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 9 მილიონი ევრო დაუნიშნა.
მილანურ კლუბს ლუკაკუს ტრანსფერი 80 მილიონი დაუჯდა.
მან "ინტერის" მაისურით სურათი გამოაქვეყნა და განაცხადა: "ინტერი" ყველასთვის არ არის, ამიტომ ვარ აქ".
ლუკაკუ 81 მატჩში გატანილი 48 გოლით ბელგიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.
"მანჩესტერმა" "ინტერს" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერში 80 მილიონი მოსთხოვა
"მანჩესტერს" ისევ ლუკაკუმ მოაგებინა - მან ისევ დუბლი შეასრულა [VIDEO]