ანჩელოტიმ იკარდის პირადად დაურეკა - მაუროს ორი ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი აცხადებს, რომ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავად დაურეკა მაურო იკარდის მობილურზე და სცადა, "ნაპოლიში" გადმოსვლაზე დაეყოლიებინა.

ის, თუ რა შედეგები მოჰყვა ამ საუბარს, უცნობია, თუმცა, პრესაში აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეოპოლური კლუბი იკარდის წლიური ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს სთავაზობს.

თუმცა, "ნაპოლისთან" ერთად, "ინტერის" ფორვარდის შეძენა "რომასაც" სურს. ამ ეტაპისთვის, ცნობილი ის არის, რომ იკარდი "ინტერში" ნამდვილად არ დარჩება.

26 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში სერია A-ს 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული