რონალდო: ფულის საჭიროება აღარ მაქვს - ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო უნდა ვიყო

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ თავის მოტივაციაზე ისაუბრა:

"ყოველთვის გამარჯვებას ვცდილობ, პირველ რიგში, გუნდთან ერთად გამარჯვებას, რამეთუ ეს მე ინდივიდუალურ ჯილდოებს შემძენს.

ასეთია ჩემი ყოველდღიური შრომა და ცხოვრება. მუდამ იმ აზრით ვიღვიძებ და ვვარჯიშობ, რომ რაღაცას მივაღწევ და არა უბრალოდ ფულის გამო.

მადლობა ღმერთს, ფულის საჭიროება აღარ მაქვს - ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო უნდა ვიყო, მინდა კიდევ და კიდევ ყველაფერი მოვიგო", - განაცხადა პორტუგალიელმა DAZN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
"ასეთია ჩემი ყოველდღიური შრომა და ცხოვრება. მუდამ იმ აზრით ვიღვიძებ და ვვარჯიშობ, რომ რაღაცას მივაღწევ და არა უბრალოდ ფულის გამო.ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო უნდა ვიყო, მინდა კიდევ და კიდევ ყველაფერი მოვიგო". - ეს სიტყვები უნდა ამობეჭდონ დამწყებმა ფეხბურთელებმა და საკუთარ ოთახებში გააკრან, საოცარია პირდაპირ ამ ადამიანის შრომისმოყვარეობა,პროფესიონალიზმი და გამარჯვებისკენ რაღაც არაადამიანური,ასე ვიტყოდი ავადმყოფური ლტოლვა. არ ვარ მისი პერსონალური გულშემატკივარი(ბაიერნის ქომაგი ვარ), მაგრამ შეუძლებელია არ აღფრთოვანდე როცა ამ ასაკში ასეთ ფორმაში და ასეთ მოტივირებულს ხედავ სპორტსმენს. ბრავო,ბრავო და კიდევ ერთხელ ბრავო რონალდო!!!
ლაშა
01:48 13-08-2019
1
ერთადერთი მსოფლიო არა გაქვს მოგებული და ბუმბერაზი პელე და მარადონა მაგით გჯობიან თორემ დანარჩენები სტატისტიკით ახლოსაც ვერ მოვლენ.ნაკრებში გატანილი 88 ბურთი,ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი 5 გამარჯვება და 127 ბურთი,ევროპის ჩემპიონობა.მაგრამ რაც მთავარია მაგარი კაცობა და პორტუგალიელი ხალხისგან განუზომელი სიყვარული.
პატივისცემით პორტუგალიიდან
09:35 13-08-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული