მარიო ბალოტელი "ბრეშიაში" გადავიდა

AutoSharing Option
"მარსელიდან" აბარგებული და აქამდე უგუნდოდ მყოფი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი "ბრეშიაში" გააგრძელებს კარიერას - ამის შესახებ ინფორმაციას "გაზეტა დელო სპორტი" ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, "ბრეშიამ" 29 წლის ბალოტელის უკვე გაუფორმა ერთსეზონიანი კონტრაქტი.

ბალოტელის სეზონურ გასამრჯელოდ 1.5 მილიონი ევრო დაუნიშნეს და ამას გარდა, შეუძლია ბონუსებიც გამოიმუშავოს.

"ბრეშია" სერია A-დან 2011 წელს გავარდა, ახლა დაბრუნდა და თუ იტალიის ელიტარულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ბალოტელის შეიძლება ხელშეკრულება ავტომატურად გაუგრძელონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული