მარიო ბალოტელი "ბრეშიას" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
სერია A-ში დაბრუნებულმა "ბრეშიამ" 29 წლის თავდამსხმელ მარიო ბალოტელისთან კონტრაქტის 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმება იუწყა.

"მარსელიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული სუპერმარიო აქამდე უგუნდოდ იყო, "ფლამენგოში" გადასვლა არ ისურვა და "ბრეშია" პრეზენტაციას 19 აგვისტოს მოუწყობს.

25 აგვისტოს, იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში, "ბრეშია" სტუმრად "კალიარის" შეხვდება და ბალოტელის ახალი თავგადასავალიც დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული