იტალიური მედია: ალექსის სანჩესი "ინტერში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

იტალიელების ცნობით, სანჩესი მილანურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას 20 აგვისტოს გაივლის, თუ კლუბები გარიგების ყველა დეტალის შეთანხმებას მოასწრებენ.

ჩილელის ხელფასის ნაწილს "მანჩესტერ იუნაიტედი" გადაიხდის. "ინტერი" სანჩესს იჯარით აიყვანს და მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

სანჩესის გამოსყიდვა "ინტერს" 15 მლნ ევროდ შეეძლება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული