ფრანკ რიბერი "ფიორენტინაში" აპირებს გადასვლას

AutoSharing Option
"ბაიერნიდან" აბარგებულმა და დღემდე უგუნდოდ მყოფმა ვეტერანმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

Sky Sport-ის ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იუწყება, რომ რიბერი "ფიორენტინასთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას და ამ დღეებში გადაწყვეტს, დათანხმდეს თუ არა მათ შეთავაზებას.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორენციული კლუბი მას ორსეზონიან კონტრაქტს და წლიურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს სთავაზობს.

რიბერიმ, 2007 წლიდან მოყოლებული, "ბაიერნში" 425 მატჩში 124 გოლი და 182 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული