"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო თვლის, რომ სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელების ფასები "გაბერილია".
"თანამედროვე ფეხბურთში ძნელია რამე გათვალო. არჩევანი პოტენციალზე კეთდება. საფეხბურთო ინდუსტრია შეიცვალა. თუ ჟოაო ფელიშის ტრანსფერს არ ჩავთვლით, რომელიც გამონაკლისია, ახლა ნებისმიერი ფეხბურთელი 100 მილიონი ღირს, თვით ისეთიც, რომელსაც არაფერი არ შეუძლია.
ფეხბურთში უფრო მეტი ფული გაჩნდა. მცველი და მეკარე შეიძლება 70-80 მილიონი ღირდეს. ამას არ ვეთანხმები, მაგრამ ეს ის სამყაროა, სადაც ვცხოვრობთ. უნდა მივიღოთ ისეთად, როგორიც არის", - განუცხადა რონალდომ პორტუგალიურ ტელეარხ TVI-ს.
19 წლის ფელიში "ატლეტიკომ" "ბენფიკასგან" 126 მილიონად
შეიძინა და ფეხბურთის ისტორიაში მისი ტრანსფერი რონალდოსაზე უფრო ძვირად ღირებული გახდა.