რონალდო: ახლა ისეთი ფეხბურთელი ღირს 100 მილიონი, რომელსაც არაფერი არ შეუძლია

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო თვლის, რომ სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელების ფასები "გაბერილია".

"თანამედროვე ფეხბურთში ძნელია რამე გათვალო. არჩევანი პოტენციალზე კეთდება. საფეხბურთო ინდუსტრია შეიცვალა. თუ ჟოაო ფელიშის ტრანსფერს არ ჩავთვლით, რომელიც გამონაკლისია, ახლა ნებისმიერი ფეხბურთელი 100 მილიონი ღირს, თვით ისეთიც, რომელსაც არაფერი არ შეუძლია.

ფეხბურთში უფრო მეტი ფული გაჩნდა. მცველი და მეკარე შეიძლება 70-80 მილიონი ღირდეს. ამას არ ვეთანხმები, მაგრამ ეს ის სამყაროა, სადაც ვცხოვრობთ. უნდა მივიღოთ ისეთად, როგორიც არის", - განუცხადა რონალდომ პორტუგალიურ ტელეარხ TVI-ს.

19 წლის ფელიში "ატლეტიკომ" "ბენფიკასგან" 126 მილიონად
შეიძინა და ფეხბურთის ისტორიაში მისი ტრანსფერი რონალდოსაზე უფრო ძვირად ღირებული გახდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე მე არ ვარ როლანდოს ფანი, მაგრამ მესიმ და კრიშტიანომ დიდხანს უნდა ითამაშონ. ორი საფეხბურთო მონსტრები! ამიტომ მესის და როლანდოს ფანებმმა დავაფასოთ და დავტკბეთ ამ დიდებული ფეხბურთელების თამაშებით სანამ ამის შესაძლებლობა გვაქვს! კიდევ აღარ გვინდა ამ ლეგენდების შეურაცყოფა სხვადასხვა ეპიტებებით. პატივი ვცეთ ერთმანეთს.
ბარსა მესი
14:22 21-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული