ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ კარიერის დასრულების შესახებ ისაუბრა.
პორტუგალიელი არ გამორიცხავს, რომ ეს სეზონი, შესაძლოა, მისთვის ბოლო აღმოჩნდეს.
"როდის დავასრულებ კარიერას? არ ვიცი. შესაძლოა, მომავალ წელს დავასრულო, თუმცა, შესაძლოა, 40 ან 41 წლამდე ვითამაშო. ყოველთვის ვამბობ, რომ მიმდინარე მომენტით უნდა დატკბე და ვაპირებ, ასე გავაგრძელო", - ციტირებს რონალდოს ესპანური გამოცემა As-ი.
34 წლის კრიშტიანო რონალდომ გასულ სეზონში "იუვენტუსის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, სადაც 28 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.