"კლუბში განტევების ვაცი უნდა ეპოვათ. ასეთები კი გამუდმებით მე, პოგბა და ალექსისი ვიყავით, რომელიმე ამ სამიდან.
ზოგიერთები თვლიან, რომ ფეხბურთის ახალ სისტემაში ვერ ვჯდები. ამაზე სიცილს ვერ ვიკავებ. ეს ნიშნავს, რომ კლუბში ყველაფერს ვაფუჭებ და ნაკრებში? იქ კარგად ვთამაშობ? გასული სეზონის ბოლო 6 ტურში არ მითამაშია, ბოლო 3 კვირა კი საერთოდ არ მიმიღია თამაშში მონაწილეობა.
ამის შემდეგ 3-კვირიანი შვებულება მქონდა და იქიდან ნაკრებში
წავედი, სადაც ყველაფერი კარგად იყო. იქ ჩემზე არავინ წუწუნებდა, თუმცა ნაკრებში თამაშის დროსაც სხვადასხვა რამეს ამბობდნენ.
წლები დამჭირდა იმისთვის, რომ ხალხს ჩემზე აზრი შეეცვალა. "მანჩესტერში" კი ამის დრო არ მომცეს. რაც ჩემთან დაკავშირებით მოხდა, ამას ყელამდე ....... ერქვა. დიახ, ყველაფერი ზუსტად ასე იყო.
მე თავს დაცულად არ ვგრძნობდი. ბევრი ჭორი იყო: "რომელუ იქ მიდის", "რომელუ იქ არ უნდათ" და ა.შ. კლუბიდან არავინ გამოვიდა და არ შეწყვიტა ეს საუბრები. ეს თითქმის 1 თვე გაგრძელდა. მე ველოდი, რომ ვიღაც მაინც ამოიღებდა ხმას, თუმცა არაფერი მოხდა. ამის შემდეგ მე თვითონ მოვაწყე კლუბთან შეხვედრა და ვთქვი, რომ ჩვენი თანამშრომლობა უნდა დასრულებულიყო, რადგან ასე უკეთესი იქნებოდა.
თუკი შენ საკუთარ ფეხბურთელს არ იცავ, ხმები უკვე რეგულარულ სახეს იღებს. მე მათგან მხოლოდ ამის მოსმენა მინდოდა - "რომელუ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას აპირებს". 4 თუ 5 თვის განმავლობაში ესეც არავინ თქვა", - განაცხადა LightHarted Podcast-ში ბელგიელმა ფორვარდმა.
რომელუ ლუკაკუ 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ მილანის "ინტერის" ფეხბურთელი გახდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" ბელგიელმა 2 სეზონი გაატარა, პრემიერლიგაში 28 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი - 7. 26 წლის ლუკაკუს ბელგიის ნაკრებში 86 ჩატარებულ შეხვედრაში 49 გოლი აქვს გატანილი.