პსვ-ის თავდამსხმელი ირვინგ ლოსანო "ნაპოლიში" გადავიდა. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურ საიტზე დაწერა.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება, ირვინგ! - დაწერა "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ტვიტერზე".
იტალიური პრესა იუწყება, რომ ტრანსფერის თანხამ 40 მლნ ევრო შეადგინა, ხოლო 24 წლის მექსიკელის ხელფასი სეზონში 4 მლნ ევრო იქნება.
ლოსანომ პსვ-ში 2 სეზონი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 83 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მექსიკის ნაკრებში 35-ჯერ ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.