"გენტისა" და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელ რომან იარემჩუკისთვის, როგორც ჩანს, ყველა გზა მართლაც რომში მიდის.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იარემჩუკის სამსახურით "ლაციოა" დაინტერესებული, ახლა კი Calciomercato.com Sportitalia-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მისი შეძენა "რომამ" მოისურვა.
გამოცემა ამტკიცებს, რომ ჯალოროსიმ იარემჩუკის ხელში სასწრაფოდ ჩაგდება გადაწყვიტა და უნდა, თანაქალაქურ კლუბს დასცინოს.
უკრაინელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში "გენტში" 8 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ის კიევის "დინამოს" აღზრდილია, "გენტმა" 2017 წელს 2 მილიონ ევროდ შეიძინა და 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი.