"ინტერმა" ანტონიო კონტეს სადებიუტო მატჩში "ლეჩე" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აგვისტოს, სერია A-ს პირველი ტურის დასკვნით მატჩში "ინტერმა" სახლში 4:0 მოუგო "ლეჩეს".

"ნერაძურიმ" პირველი მატჩი ჩაატარა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით.

პირველად ითამაშა მილანურ გუნდში თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ და გოლიც გაიტანა. აღსანიშნვია, რომ მან თავის წინა სამ გუნდშიც დებიუტი გოლით აღნიშნა - "ვესტ ბრომვიჩში", "ევერტონსა" და "მანჩესტერში".

მილანი. "სან სირო". 64 188 მაყურებელი
ინტერი - ლეჩე 4:0
გოლები: 1:0 ბროზოვიჩი (21), 2:0 სენსი (24), 3:0 ლუკაკუ (60), 4:0 კანდრევა (84)
გაძევება: ფარიასი (76)

ინტერი: ჰანდანოვიჩი, დ,ამბროზიო, რანოკია, შკრინიაკი, ასამოა, ვესინო (ბარელა 66),
ბროზოვიჩი, სენსი (გალიარდინი 72), კანდრევა, ლუკაკუ, მარტინესი (პოლიტანო 78)

ლეჩე: გაბრიელი, რისპოლი (ბენზარი 72), როსეტინი, ლუსიონი, კალდერონი, პეტრიჩონე (მანკოზუ 61), ტაკციდისი, მაიერი, ფალკო, ლა მანტია (ფარიასი 61), ლაპადულა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბროზოვიჩმა და კანდრევამ ძალიან ლამაზი გოლები გაიტანეს. იმედია ამ სეზონში ვიხილავთ სკუდეტოსთვის ნამდვილ ბრძოლას. Forza INTER!
Mazzola
07:21 27-08-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული