მარიო მანჯუკიჩმა პსჟ-ში გადასვლაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
Sky Sport Italia-ს ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა პსჟ-ში გადასვლა არ ისურვა.

გამოცემის მტკიცებით, 33 წლის ხორვატი "იუვეში" მინიმუმ 2020 წლის იანვრამდე დარჩება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზული კლუბი მანჯუკიჩის შეძენას კილიან მბაპესა და ედინსონ კავანის ტრავმების გამო აპირებდა, რომლებიც დაახლოებით ერთი თვე იუქმებენ.

მანჯუკიჩის უკან დაბრუნებით აგრეთვე "ბაიერნი" იყო დაინტერესებული.

ის "იუვენტუსმა" 2015 წელს "ატლეტიკოსგან" 21 მილიონ ევროდ შეიძინა და გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატის 25 მატჩში 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული