"რომამ" "მანჩესტერის" ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა

AutoSharing Option
როგორც ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი კრის სმოლინგი იტალიური "რომას" ფეხბურთელი გახდება და კლუბში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს.

სმოლინგის იჯარა იტალიელებს 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ, თუმცა გამოსყიდვის უფლება რომაულ კლუბს არ ექნება.

29 წლის სმოლინგი "მეიდსტონ იუნაიტედის" აღზრდილია და "მანჩესტერში" 2010 წელს გადავიდა "ფულემიდან". ეს ტრანსფერი ჩრდილოელებს 8 მილიონი ევრო დაუჯდათ. გასულ სეზონში სმოლინგმა პრემიერლიგის 24 შეხვედრაში ითამაშა და 24-ვეში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. სმოლინგს ინგლისის ნაკრებში 31 შეხვედრა აქვს ჩატარებული.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული