"იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ვარჯიშზე სერიოზული ტრავმა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურინული კლუბი ავრცელებს.
კიელინიმ მარჯვენა მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთება მოუწევს.
კიელინის სავარაუდოდ 6 თვე მოუწევს უქმობა.
სერია A-ს პირველ ტურში "იუვემ" სტუმრად "პარმას" 1:0 კიელინის გოლით მოუგო.
კიელინი: რონალდოს 40 წლამდე შეუძლია თამაში, მეც შემიძლია, მაგრამ არ მინდა