"ფიორენტინას" ფორვარდი ჯოვანი სიმეონე კარიერას "კალიარიში" გააგრძელებს.
"კალიარიმ" არგენტინელი გამოსყიდვის უფლებით იჯარით აიყვანა. ტრანსფერის თანხად 16 მლნ ევრო სახელდება.
24 წლის თავდამსხმელი გამოსყიდვის შემდეგ "კალიარისთან" კონტრაქტს 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმებს.
სიმეონე "ფიორენტინაში" 2017 წელს გადავიდა, გასულ სეზონში მან სერია A-ში 36 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჯოვანი მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს შვილია.