მაუროს პარიზში ელიან? - პსჟ-მა "ინტერთან" იკარდის იჯარა შეათანხმა

AutoSharing Option
პსჟ-მა მილანის "ინტერთან" მაურო იკარდის ერთწლიანი იჯარა შეათანხმა, - იტყობინება გამოცემა RMC.

წყაროს ინფორმაციით, გარიგებაში გამოსყიდვის უფლება არ იქნება ჩადებული. მეორე მხრივ, ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, პარიზელებს იკარდის გამოსყიდვა 70 მლნ ევროდ შეეძლებათ.

მაურო პარიზში დღეს უნდა გაფრინდეს, რომ სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ტრანსფერი დაასრულოს.

მოსალოდნელია, რომ აქამდე იკარდი "ინტერთან" კონტრაქტს ერთი წლით, 2022 წლამდე გაახანგრძლივებს. "ნერაძურის" არ უნდა, ფორვარდს სარგებლის გარეშე დაშორდეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არამგონია ლუკაკუ ამაზე მაგარი იყოს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული