ტურინის "იუვენტუსი" იანვარში ორ ფეხბურთელს გაყიდის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩისა და ნახევარმცველ ემრე ჯანის გაყიდვას გეგმავს, - იტყობინება გამოცემა Goal.com-ი.

მანჯუკიჩი და ჯანი "იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა აღმოჩნდნენ. ხორვატი ფორვარდი მოვლენების ასეთ განვითარებას ელოდა, ხოლო გერმანელი ფეხბურთელი ამ გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდო.

"ბიანკონერის" ხელმძღვანელობას ამ ფეხბურთელების იმედი აღარ აქვს და იანვარში მათ გაშვებას აპირებს.

მანჯუკიჩის კონტრაქტი "იუვენტუსთან" 2021 წლამდე მოქმედებს, ხოლო ემრე ჯანის - 2020 წლამდე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Teva agaraa iuveshi an remzi da rabio ristvis daimata? ROM midixar iuveshi xom ici ROM iq adgili araa!& Gaige hanooo?
Kika
12:13 05-09-2019
0

სიახლეები პოპულარული