დემბა ბა: მინდა, სერია A ყველა შავკანიანმა ფეხბურთელმა დატოვოს

AutoSharing Option
"ისიტანბულ ბასაკშაჰირის" თავდამსხმელმა დემბა ბამ იტალიურ ფეხბურთში არსებული რასიზმის შესახებ გააკეთა კომენტარი და კრიტიკულ შეფასებებს არ მოერიდა.

"რასიზმი არის ის მიზეზი, რის გამოც იტალიაში სათამაშოდ არ გადავედი, არადა, ეს შემეძლო. ამ მომენტში მინდა, რომ სერია A-ში მოთამაშე ყველა შავკანიანმა ფეხბურთელმა იტალია დატოვოს.

რა თქმა უნდა, ეს არ შეაჩერებს გულშემატკივრების სიძულვილსა და სისულელეს, თუმცა, სულ მცირე, სხვადასხვა რასის წარმომადგენლებზე ნეგატიურ ზემოქმედებას მაინც ვერ მოახდენენ", - დაწერა დემბა ბამ საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდხანს ფიქრობდი მაგ სიტყვებზე????
Shen sadauri gabelia xar???
06:43 06-09-2019
0
ეს ეტყობა ირონიის ახალი ჟანრია.
გელა
22:11 05-09-2019
0

სიახლეები პოპულარული