"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ აბონემენტები ცოტა გაიყიდა.
"არ მესმის, სერია C-ს "ბარიმ" ჩვენზე მეტი აბონემენტი როგორ გაყიდა. თანაც, ჩვენ ფასი დავაკელით.
ვფიქრობ, ნეაპოლში ჩრდილოელთა მიმართ შურით ცხოვრობენ - აქ "იუვენტუსის", "ინტერის" და "მილანის" გულშემატკივრები არიან.
მათ გასაბედნიერებლად "მილანი" ხომ არ მეყიდა?", - განუცხადა დე ლაურენტისმა Goal-ს.