"მილანმა" კშიშტოფ პიონტეკის პენალტით "ვერონას" ძლივს მოუგო

AutoSharing Option
14 სექტემბერს, სერია A-ს მე-3 ტურში "მილანმა" სტუმრად 1:0 სძლია "ვერონას".

"როსონერი" მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა, "ვერონა" კი მთელი გუნდით თავს იცავდა და შეიძლებოდა ვერც გაემარჯვა, ბურთი საკუთარ საჯარიმოში მასპინძელთა მცველ გიუნტერს რომ არ მოხვედროდა - გამარჯვების გოლი კშიშტოფ პიონტეკმა 68-ე წუთზე პენალტით გაიტანა.

პიონტეკმა ამ სეზონში პირველად გაიტანა, გასულ სეზონში კი ჩემპიონატში 22-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"მილანმა" ზედიზედ 2 შეხვედრა მოიგო ანგარიშით 1:0, 6 ქულით მე-7 ადგილზეა და 21 სექტემბერს "ინტერს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული