დიადი ფეხბურთელის დიდებული პასუხი მესიზე: საუკეთესოა, ვის წინააღმდეგაც მითამაშია

AutoSharing Option
"სანის" ჟურნალისტმა პირს მორგანმა ინტერვიუში "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესიზე დაუსვა კითხვა.

- ბევრს გაუკვირდა, როდესაც უეფას ცერემონიაზე მესის ვესაუბრებოდი. ჩვენ მეგობრები არა ვართ, მაგრამ 15 წელია სცენას ვიყოფთ. კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვიცი, ის მაიძულებს, უკეთესი ფეხბურთელი გავხდე. მეც ამისაკენ ვუბიძგებ.

- ის საუკეთესოა, ვის წინააღმდეგაც თამაში მოგიწიათ?
- დიახ, რასაკვირველია!

მკითხველის კომენტარები / 7 /
მგონი არც ღირს იმის გარკვევა ვინ უფრო საუკეთესოა. ჩვენ ყველა ფეხბურთის გულშემატკივრები მართლა ბედნიერები ვართ ასეთ მოვლენას, ორივე ერთად და თანაც გვქონდა ბედნიერება ერთ ჩემპში გვეხილა მათი პაექრობა. გავა დიდი დრო და ბევრჯერ მოიგონებს ხალხი მათ დაპირისპირებას.
Geo_Dinamo
18 სექტემბერი 2019 11:52
0
პერიოდულად ხან ერთია ცოტა უკეთესი ხან მეორე.რა თქმა უნდა მესის თავდადებულ ფანებს ჩემი ნათქვამი არ მოეწონებათ და გამლანძღავენ.
ამაშია საქმე
18 სექტემბერი 2019 11:20
2
ამაშია საქმე! როცა ზღვარს გადასული კრიტიკა გაქვს, თანაც დაუმსახურებლად მესის მიმართ, აქ ნამდვილად არ დაგინდობთ. "ამაშია" შენც არანაკლები თავგადაკლული ფანი ხარ მარადონასი და როლანდოსი ისე, რომ არ ღირს თითის გაშვერა სხვისკენ.
narsa mesi
18 სექტემბერი 2019 14:03
3
ორმა ლეგენდამ ისეთი საფეხბურთო ისტორია დაწერეს, რომ მართლაც ვერ გაიგებ ამ ორ ბრწყინვალე ფეხბურთელებს შორის რომელია უკეთესი. ამაზე დიდხანს იქნება განხილვა და საოცარი ის არის, რომ ამ კითხვაზე რომელია უკეთესი, პასუხი არ არის იმ მიზეზის გამო, რომ ორივე საუკეთესოა!
ორი გენია!!!!!!!!!!!
18 სექტემბერი 2019 10:15
0
გეთანხმები ორი გენია კრიშტიანო და ლეო. საფეხბურთო სპექტაკლების არტისტები. ჩემი ნება, რომ იყოს ორივეს ყოველ წელს დავაჯილდოვებდი ოქროს ბურთებით.
ჯონი
18 სექტემბერი 2019 11:40
1
ამათ წასვლის მერე დიდი ხანი ვინატრებთ მათნაირებს, თანაც ორს ერთად ხომ საერთოდ ვერც მოვესწრებით
დემე
18 სექტემბერი 2019 09:59
1
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, თუ რომელია უკეთესი ფეხბურთელი... უდავოდ ორივე უძლიერესია!
შოთა
18 სექტემბერი 2019 09:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული