რომელუ ლუკაკუ კონტეზე: ასეთი მოტივატორი მწვრთნელი მჭირდებოდა

AutoSharing Option
სერია A-ს მეოთხე ტურში "მილანის" 2:0 დამარცხებაში გატანილი გოლით წვლილი თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ შეიტანა, რომელმაც ნამატჩევს შთაბეჭდილება "გაძეტა დელო სპორტს" გაუზიარა:

"სლავიასთან" შეხვედრაზე კარგი რეაგირება მოვახდინეთ. ძალიან გახარებული ვარ. კონტესთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს. 26 წელი ასეთ მწვრთნელზე ვოცნებობდი, რომელიც ყოველდღე ჩემს მოტივირებას შეძლებდა. მის გუნდში ყოფნა მახარებს.

სკუდეტო? არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ოთხშაბათს "ლაციოსთან" რთული თამაში გვაქვს. მოდით, ამაზე ვიფიქროთ".

"ინტერი" 12 ქულით ჩემპიონატის ლიდერია, ლუკაკუმ კი 4 მატჩში სამჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო კონტე, ყოველთვის მჯეროდა ამ კაცის, ჯერ ადრეა მაგრამ კარგი დასაწყისი ნახევარი საქმეა.
ზაზა
09:55 22-09-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული