"რომამ" "ტვიტერში" ერთ-ერთ მომხმარებელს უპასუხა, რომელმაც ფრანჩესკო ტოტის შესახებ დაწერა.
"გადაფასებული, არაფერი მოუგია", - დაწერა სოციალურ ქსელში მომხმარებელმა "ნიკით" Jan-მა.
"რომამ" კომენტარის საპასუხოდ ფოტო გამოაქვეყნა და გვერდით სხვა ფოტოებიც განათავსა ჩემპიონთა ლიგიდან და მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური "ექაუნთებიდან", სადაც მას გენიოსს ეძახიან და ულოცავენ.
დღეს, 27 სექტემბერს, ფრანჩესკო ტოტის 43 წელი შეუსრულდა.
ფრანჩესკო ტოტიმ "რომაში" მთელი კარიერა გაატარა. გუნდთან ერთად მან ერთხელ იტალიის ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. იტალიის ნაკრებთან ერთად კი მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
2017-დან 2019
წლამდე ის "რომას" დირექტორად მუშაობდა და თანამდებობა 19 ივნისს დატოვა.