სანჩესის პირველი გოლი, გაძევება და "ინტერის" მიჯრით მეექვსე გამარჯვება - ახლა "ბარსელონასთან" და "იუვენტუსთან" ომი ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-6 ტურში "ინტერმა" გასვლაზე "სამპდორია" 3:1 დაამარცხა.

სანჩესმა "ნერიაძურიში" პირველი გოლი გაიტანა, 43-ე და 46-ე წუთებზე კი ყვითელი ბარათები მიიღო და გააძევეს.

"ინტერმა" ჩემპიონატის სტარტზე მეექვსე მატჩიც მოიგო და უახლოეს მდევარ "იუვენტუსს" 2 ქულით უსწრებს.

ახლა კონტეს გუნდს ორი უმძიმესი გამოცდა ელის - 2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "ბარსელონას"  შეხვდება, ხოლო 6 ოქტომბერს იტალიის პირველობაზე "იუვეს" უმასპინძლებს.

გენუა. "კომუნლე ლუიჯი ფერარისი". 23 694 მაყურებელი
სამპდორია - ინტერი 1:3
გოლები: 0:1 სენსი (20), 0:2 სანჩესი (22), 1:2 იანტკო (55), 1:3 გალიარდინი
(61)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული