81 წლის შემდეგ პირველად, "მილანის" 6-დან 4 წაგება - რას ერჩოდნენ გატუზოს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 სექტემბერს, სერია A-ს მე-6 ტურში "მილანი" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა "ფიორენტინასთან".

"როსონერიმ" ჩემპიონატის 6 სასტარტო მატჩიდან 4 წააგო, რაც უკანასკნელად 1938 წელს მოხდა.

სტუმრებმა დაჯაბნეს მასპინძლები და კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ კიეზას პენალტი დონარუმამ აუღო.

"მილანი" 6 ქულით მე-16 ადგილზეა და 5 ოქტომბერს იმ "ჯენოას" შეხვდება გენუაში, რომელსაც შესაძლოა, აურელიო ანდრეაცოლის ნაცვლად ჯენარო გატუზო ჩაუდგეს სათავეში.

შეგახსენებთ, გატუზო "მილანის" მწვრთნელობიდან ამა წლის 28 მაისს გადააყენეს და ახლა მის მემკვიდრე მარკო ჯამპაოლოსაც უთუოდ მოხსნიან.

მილანი. "სან სირო". 48 367
მაყურებელი

მილანი - ფიორენტინა 1:3

გოლები: 0:1 პულგარი (14, პენ), 0:2 კასტორვილი (66), 0:3 რიბერი (78), 1:3 ლეაუ (80)

გამოუყენებელი პენალტი: კიეზა (70)

გაძევება: მუსაკიო (55, მილანი)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ესენი უნდა გავარდნენ სერია ბ-ში და მერე დაიწყება მათი აღმავლობა, როგორც 70-იანების ბოლოს მოხდა.DDDD
hhh
30 სექტემბერი 2019 12:31
1
სად მონახავენ ხოლმე ამ მწვრთნელებს, არც გამიგია ეს კაცი. ეს ეს და ერთიც კიდე ის იყო ვენტურა ნაკრებშ რო დანიშნეს და რაც მოიგეს ხო ვნახეთ.
სირცხვილია მილანი რა დღეშია, რა ფეხბურთელები ყავს. მაგათ როგორ უნდა ეცვათ მილანის მაისური....
gg
30 სექტემბერი 2019 10:39
1
აქ მწვრთნელის კი არა,გუნდის ხელმძღვანელობის პრობლემა უფრო უნდა იყოს.რა უნდათ,თვითონაც არ იციან გარკვევით.ფეხბურთელების ასეთი უაზრო წადი-მოდი,ნებისმიერ გუნდს ამოაგდებს კალაპოტიდან.გატუზომ ზღვა სამუშაო შეასრულა და გუნდი გუნდს დაამსგავსა,რომელიც წელს უკვე მზად იქნებოდასამეულში შესასვლელად,მაგრამ ვერ მოითმინეს,უკვე წინა სეზონში უნდოდათ.შედეგიც სახეზეა.
სოსო+
30 სექტემბერი 2019 09:36
0

სიახლეები პოპულარული