81 წლის შემდეგ პირველად, "მილანის" 6-დან 4 წაგება - რას ერჩოდნენ გატუზოს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 სექტემბერს, სერია A-ს მე-6 ტურში "მილანი" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა "ფიორენტინასთან".

"როსონერიმ" ჩემპიონატის 6 სასტარტო მატჩიდან 4 წააგო, რაც უკანასკნელად 1938 წელს მოხდა.

სტუმრებმა დაჯაბნეს მასპინძლები და კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ კიეზას პენალტი დონარუმამ აუღო.

"მილანი" 6 ქულით მე-16 ადგილზეა და 5 ოქტომბერს იმ "ჯენოას" შეხვდება გენუაში, რომელსაც შესაძლოა, აურელიო ანდრეაცოლის ნაცვლად ჯენარო გატუზო ჩაუდგეს სათავეში.

შეგახსენებთ, გატუზო "მილანის" მწვრთნელობიდან ამა წლის 28 მაისს გადააყენეს და ახლა მის მემკვიდრე მარკო ჯამპაოლოსაც უთუოდ მოხსნიან.

მილანი. "სან სირო". 48 367
მაყურებელი

მილანი - ფიორენტინა 1:3

გოლები: 0:1 პულგარი (14, პენ), 0:2 კასტორვილი (66), 0:3 რიბერი (78), 1:3 ლეაუ (80)

გამოუყენებელი პენალტი: კიეზა (70)

გაძევება: მუსაკიო (55, მილანი)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ესენი უნდა გავარდნენ სერია ბ-ში და მერე დაიწყება მათი აღმავლობა, როგორც 70-იანების ბოლოს მოხდა.DDDD
1
სად მონახავენ ხოლმე ამ მწვრთნელებს, არც გამიგია ეს კაცი. ეს ეს და ერთიც კიდე ის იყო ვენტურა ნაკრებშ რო დანიშნეს და რაც მოიგეს ხო ვნახეთ.
სირცხვილია მილანი რა დღეშია, რა ფეხბურთელები ყავს. მაგათ როგორ უნდა ეცვათ მილანის მაისური....
1

სიახლეები პოპულარული