29 სექტემბერს, სერია A-ს მე-6 ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ბრეშია".
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მატჩის წინ მოედანზე თავის ქალიშვილთან ერთად გავიდა, რომელსაც მეტოქე გუნდის მაისურა ეცვა.
ბალოტელიმ იტალიის ჩემპიონატზე ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. მას ადრე "ნაპოლის" კარი არასოდეს დაულაშქრავს.
"ნაპოლი" 12 ქულით მეოთხე ადგილზეა, "ბრეშია" კი 6 ქულით - მეთხუთმეტეზე.
ნეაპოლი. "სან პაოლო". 45 000 მაყურებელი
ნაპოლი - ბრეშია 2:1
გოლები: 1:0 მერტენსი (13), 2:0 მანოლასი (45+4), 2:1 ბალოტელი (67)