"იუვენტუსმა" 2005/06 წლების სეზონში ჩამორთმეული და "ინტერისთვის" გადაცემული ჩემპიონის ტიტულის გამო მორიგი საჩივარი შეიტანა.
2006 წელს, "კალჩოპოლის" სახელით ცნობილი სკანდალის შემდეგ, "იუვეს" ოქროს მედლები ჩამოართვეს, სერია B-ში დააქვეითეს, ჩემპიონად კი "ინტერი" გამოაცხადეს.
"ბებერმა ქალბატონმა" აპელაცია ამჯერად იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის კოლეგიის ტრიბუნალში შეიტანა და ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას იმედოვნებს.
ცნობისათვის, 6 ოქტომბერს, ჩემპიონატის მორიგ ტურში "ინტერი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.